ვინ ქმნის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს –  TOP 10 სახელმწიფო კომპანია

ვინ ქმნის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს – TOP 10 სახელმწიფო კომპანია

სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.  ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თუ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში 2021 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით დასაქმებული იყო 52 597 -მდე ადამიანი,  2022 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 55 230 -მდე გაზარდა.

„ჭარბი დასაქმება რჩება ისტორიულ არაეფექტიანობად, აღნიშნული მეტად გამოკვეთილია ისეთ ქვეყნებში, სადაც არ განხორციელებულა  სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია,“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წელიწადში 157 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო კომპანიებში სახელფასო ფონდი და 961 მლნ მიაღწია.

ჯამური დასაქმების 57%-მდე მოდის TOP-10 საწარმოზე

  • საქართველოს რკინიგზა  12 122 დასაქმებული
  • თბილისის სატრანსპორტო კომპანია  6 344  დასაქმებული
  • თბილსერვის ჯგუფი  5 189  დასაქმებული
  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 3 009  დასაქმებული
  • საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 2 779 დასაქმებული
  • საქართველოს ფოსტა 1 802 დასაქმებული
  • სახელმწიფო ელექტროსისტემა  1 582 დასაქმებული
  • საქართველოს მელიორაცია  1 437  დასაქმებული
  • რესპუბლიკური საავადმყოფო 1 263  დასაქმებული
  • სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა  1 193  დასაქმებული

 

სულ 36720  დასაქმებული

აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში სულ 1 283 700 კაცი იყო დასაქმებული.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…